18 აპრილს კონდახსაზოვების სახლში ღია კარის დღე გაიმართება - „ეროვნული ფონდი“

პუბლიკა

„საქართველოს ეროვნული ფონდის“ ორგანიზებით, 18 აპრილს ძეგლების და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონდახსაზოვების სახლში ღია კარის დღე გაიმართება.

„ეროვნული ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონდახსაზოვების სახლი აღდგენილ იქნა ICOMOS-საქართველოს მიერ და ის რეაბილიტაციის სანიმუშო მაგალითია.

„დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ უშუალო დამკვირვებელი გახდეთ მეტეხის უბანში მიმდინარე აგრესიული მშენებლობის პარალელურად, კონდახსაზოვების სახლის ავთენტიკურად შენარჩუნება რა მნიშვნელობისაა ჩვენი ქალაქისთვის. გელით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და დაცვა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ფონდის კარი ღია იქნება მსურველთათვის 18 აპრილს 12 საათიდან 17 საათამდე.  მისამართი: მეტეხის უბანი, მეფე სოლომონ ბრძენის #33


საქართველოს ეროვნული ფონდი 2016 წლის ოქტომბერში თბილისში დაფუძნდა. იგი დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფონდის საერთაშორისო ფილიალთან, ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, INTO) თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ფონდი მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.