18 მაისიდან სილამაზის სალონები იხსნება

პუბლიკა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სალონები.

გარდა ამისა, მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა ღია და დახურულ სივრცეებში, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისა.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვებ შეგვიძლია, რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გახსნასთან დაკავშირებული ნაბიჯები ცოტა ადრე გადავდგათ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკური სალონები.

გარდა ამისა, მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე მეტის შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სიცრცეებში. ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ამ შეზღუდვას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა, პროფესიონალების აზრი ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

რა წესებით იმუშავებენ სილამაზის სალონები გახსნის შემდეგ – ინსტრუქცია