18 ნოემბერი | 3 443 ინფიცირებული და 37 გარდაცვლილი საქართველოში

პუბლიკა
content image

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 539 პირი. გარდაიცვალა 37 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გარდაცვლილთაგან თბილისშია 19 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 650, აჭარაში – 925, იმერეთში – 1 175. მძიმე პაციენტი – 836, მათ შორის, თბილისში – 411, აჭარაში – 140, იმერეთში – 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 371 პირი, მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 115, იმერეთში – 30.