დღეს 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 3 პირი სასამართლო იყო ჩანიშნული. მოსამართლემ ვალერიან ფილიშვილმა ერთი პირი სამართალდამრღვევად არ ცნო და მის წინააღმდეგ სამართალწარმოება შეწყდა; ერთ პირს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს; მესამე პირის პროცესი კი გადაიდო.
მოსამართლემ ალექსანდრე ნაცარაშვილი სამართალდამრღვევად არ ცნო, მის წინააღმდეგ სამართალწარმოება შეწყდა. მოსამართლე მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლებმა აღნიშნა, რომ ეს პირი აქციაზე უშვერი სიტყვებით იგინებოდა და არ ემორჩილებოდა მოთხოვნას გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის შესახებ. მათი თქმით, პოლიციას მას რამდენჯერმე მოუწოდა და ის არ დაემორჩილა. შსს წარმომადგენელი ამბობს რომ ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი იმისთვის რომ გზა გადაკეტილიყო. ნაცარაშვილის ადვოკატი არ დაეთანხმა მათ, ამბობდა რომ აქციაზე 5 წუთის მისული იყო, როდესაც ხალხის ტალღაში მოხვდა და ვერც წინ და ვერც უკან ვერ მიდიოდა. მისი თქმით ის პოლიციელი, რომელიც სასამრთლოზე აცხადებდა რომ მან დააკავა, სინამდვილეში ადგილზეც არ იმყოფებოდა. ის იჯდა იმ მანქანაში, რომელშიც სხვა პოლიციელებმა ჩასვეს. შსს-ს წარმომადგენლებს მის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ადვიკატი ამბობს, რომ ნაცარაშვილი არ იგინებიდა. მისივე თქმით, მტკიცების ტვირთი არის შსზე . მათ კი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რაც ნაცარაშვილის შესაძლო სამართალდარღვევას დაამტკიცებდა.
მოსამართლემ თორნიკე ჩაჩანიძე სამართალდამრღვევად ცნო და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიროტიაზე თორნიკე ჩაჩანიძეს რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ გარიდებოდა სიტუაციას, არ ყოფილიყო გზის სავალ ნაწილზე, ერთხელ ხელითაც განარიდეს, მაგრამ მისი თქმით, მობრუნდა. შსს-ს წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ ჩაჩანიძე ასევე იგინებოდა.
ჩაჩანიძემ პროცესზე განაცხადა, რომ უშაულოდ ამ დროს აფექტში იმყოფებოდა და უმისამართოდ რამდენიმე ბილწი სიტყვა თქვა. ასევე მისი თქმით, მას შეეძლო რომ გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან, მაგრამ მიაჩნია, რომ „საქართველოს წინსვლისთვის რაღაცების გაპროტესტება შეიძლება”.
გიორგი კოპალიანის პროცესი კი 19 დეკემბრისთვის გადაიდო.
მოსამართლემ 37 საქმიდან 12-ზე გადაწყვეტილება გასულ დღეებში გამოაცხადა. დღეს კი დარჩენილი 25 პირიდან 3-ის პროცესი გაიმართა.
18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე 37 პირი დააკავეს. ყველა დაკავებულის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს აწერია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევას ედავება.