ბერძენიშვილს 7 და ბასილაიას 13-დღიანი პატიმრობა - მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა

პუბლიკა

18 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირველ ექვსეულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსამართლემ ვალერიან ფილიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით: ლუკა ჭიჭინაძე – 5-დღიანი პატიმრობა. გიორგი ბუნტური – 5-დღიანი პატიმრობა. ზუკა ბერძენიშვილი – პატიმრობა – 7 დღე. ბექა ბასილაია – პატიმრობა – 13 დღე. გურამ მჭედლიშვილი – ჯარიმა 1000 ლარი. ელგუჯა ბაგრატიონი – პატიმრობა – 12 დღე.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს ფოიეში ხმაური მოჰყვა.

მოსამართლემ 37 საქმიდან 25 საქმე ისევ გადადო.

18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე 37 პირი დააკავეს. ყველა დაკავებულის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს აწერია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევას ედავება.