19 ნოემბერი | კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.

ბოლო 24 საათში  გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათგან თბილისში – 16, აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო კახეთში – 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 256 შემთხვევა, აჭარა – 664, იმერეთი – 538, ქვემო ქართლი – 243, შიდა ქართლი – 175, გურია – 127, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304, კახეთი – 238, მცხეთა-მთიანეთი – 91, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 689, აჭარაში – 928, იმერეთში – 1 185.

მძიმე პაციენტი გვყავს 869, მათ შორის, თბილისში – 423, აჭარაში – 145, იმერეთში – 190. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი, მათ შორის, თბილისში – 173, აჭარაში – 115, იმერეთში – 37.

3 518 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 679 – აჭარაში, 1 203 – თბილისში, ხოლო 322 – იმერეთში.

8 985 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 186 ადამიანი, მათ შორის: თბილისში – 399, აჭარაში -1 133, ხოლო იმერეთში – 32.

სულ 6 ოქტომბრიდან 18 ნოემბრამდე პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 16 296 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 10 765 პირი, აჭარაში – 18 066, იმერეთში – 5 236.