1992 წელს სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, იგივე უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს, ლომჯარიას - კობახიძე

პუბლიკა

„ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი ხდება ხოლმე „ხუნტის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების იდეას.

„პალიტრანიუსის“ ეთერში კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობაა და მინისტრებს პოლიტიკური და სახალხო ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეთ.

„ამ მთავრობაში მაგალითად, ლომჯარიას პრემიერობა, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, რაზეც უკვე ჰქონდათ საუბარი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, ასევე მათი სატელიტების ლიდერებს, მათ შორის „სირცხვილიას“ ლიდერებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს უნდა ჩაბარდეს ქვეყანა, ეს არის პირდაპირი დარღვევა იმ კონსტიტუციური წესრიგის, რომელიც არის განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.

ასეთი რაღაცები: ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი ხდება ხოლმე „ხუნტის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას. ჩვენ გვახსოვს ეს 1992 წელს, ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, ახლა იმავეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას და რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით ჩვენ, რომელიც იყო 1992 წელს“, – განაცხადა კობახიძემ.