ქვეყანაში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.
სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჩატარდა სულ 29 449 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 313, PCR ტესტით – 8 236.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,73%, ბოლო 14 დღის – 8,69%, ბოლო 7 დღის – 7,69%.
სულ ჩატარდა – 1 366 678 აცრა, დღიურად აცრილია – 27 011 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა
- აჭარა – 224
- იმერეთი – 414
- ქვემო ქართლი – 195
- შიდა ქართლი – 172
- გურია – 89
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 204
- კახეთი – 242
- მცხეთა-მთიანეთი – 49
- სამცხე-ჯავახეთი – 49
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში – 654, აჭარაში – 152, იმერეთში – 350.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 34, იმერეთში – 29.