2 571 ახალი შემთხვევა და 60 გარდაცვლილი | 8 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

ქვეყანაში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჩატარდა სულ 29 449 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 313, PCR ტესტით – 8 236. 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,73%, ბოლო 14 დღის – 8,69%, ბოლო 7 დღის – 7,69%.

სულ ჩატარდა – 1 366 678 აცრა, დღიურად აცრილია – 27 011 ადამიანი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა
  • აჭარა – 224
  • იმერეთი – 414
  • ქვემო ქართლი – 195
  • შიდა ქართლი – 172
  • გურია – 89
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 204
  • კახეთი – 242
  • მცხეთა-მთიანეთი – 49
  • სამცხე-ჯავახეთი – 49
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში – 654, აჭარაში – 152, იმერეთში – 350.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი,  მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 34, იმერეთში – 29.

LB loan image desktop LB loan image mobile