2 ნოემბერი | საქართველოში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  26 800-მდე გაიზარდა.

 ბოლო 24 საათში 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 6, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.