20 326 ახალი შემთხვევა, 57 გარდაცვილილი | 12 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 48 468 პირი, გარდაიცვალა 57 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 65 829 ტესტი, მათ შორის 40 367 კვლევა ანტიგენის და 25 462 PCR-ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.18%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა – 1 488, იმერეთი – 3 269, ქვემო ქართლი – 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია – 572, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 337, კახეთი – 1 127, მცხეთა-მთიანეთი – 370, სამცხე-ჯავახეთი – 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 97.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 196 192, საიდანაც: 6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 261 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, 1 758 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 188 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.