20-ზე მეტი ქალაქიდან, 3 ივლისის აქციაზე დასასწრებად ავტობუსები დაიძვრება - „ლელო“

პუბლიკა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ 3 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სადაც ნათქვამია, რომ მათი ორგანიზებით საქართველოს 20 ზე მეტი ქალაქიდან დაიძრება ავტობუსები, რათა ყველა მსურველს მიეცეს შესაძლებლობა დაესწროს თბილისში, რუსთაველზე აქციას.

„აქცია „გამოყევი lelo Bus” პარტია „ლელოს” ორგანიზებულია, თუმცა ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად გათვლილია მოქალაქეებზე, ადამიანებზე, რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ევროპულ აქციაში და არ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა სხვადასხვა მიზეზის გამო.“

 

24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა მიეცა.

LB loan image desktop LB loan image mobile