2019 წლის ტოლერანტობის ქომაგები გამოვლინდნენ

პუბლიკა

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა გამოავლინეს ის პირები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებმაც, მათი თქმით,  თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2019 წელს ტოლერანტონის ქომაგები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში:

საჯარო მოხელე – გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე;

მედიის ნომინაცია – საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო”;

საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ჰამიდ სადიკოვი;

ნომინაცია პიროვნება – ქერიმ ანყოსი;

რელიგიათა საბჭოს მიერ:

საჯარო მოხელე – ელენე ხოშტარია;

ორგანიზაცია – საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი;

პიროვნება – მანანა ქუთათელაძე;