2020 წლის არჩევნებისას „ოცნების“ ამომრჩეველთა 17% გახარიას პარტიას უჭერს მხარს - Edison Research

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით  Edison Research-ის კვლევის მიხედვით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 17% ადგილობრივ არჩევნებში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ახალ პარტიას „საქართველოსთვის“ დაუჭერს მხარს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 65% ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ისევ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით  კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.