2021 წელს 68%-ით გაიზარდა ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში თავშესაფარზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადები - ჩხიკვაძე

პუბლიკა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (European Union Agency for Asulym) მონაცემების შესახებ წერს.

მისი თქმით, ამ მონაცემებით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 68%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდებობა და ჯამში 14,970 შეადგინა.

„ყველაზე მეტი განაცხადი საფრანგეთში გაკეთდა. 2021 წელს გაკეთებული საერთო განაცხადების 37% (დაახლოებით 5539) სწორედ საფრანგეთზე მოდის. 2021 წელს პირველივე ეტაპზე თავშესაფარზე უარი ეთქვა 10,590 საქართველოს მოქალაქეს. უარების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გერმანიაში (საერთო განაცხადების 28%)”, – წერს ვანო ჩხიკვაძე.

მის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა წლების მიხედვით ასე ნაწილდება: 2016 – 8,775; 2017 – 12,060; 2018 – 20,950; 2019 – 22,765; 2020 – 8,905; 2021 – 14,970.

LB loan image desktop LB loan image mobile