2022 წელს გაიზრდება პენსიის მოცულობა, 70 წლის და მეტი ასაკისთვის 300 ლარამდე - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო წლიდან გაიზრდება პენსია.

„მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები.