2022 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“ გამოვლინდნენ

პუბლიკა

სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

ღონისძიებაზე გამოავლინეს და დააჯილდოვეს 2022 წლის ტოლერანტობის ქომაგები: მეწარმე, საოჯახო სასტუმროს მფლობელი პანკისის ხეობაში ნაზი დაქიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა და გადაცემა „დროებას“ ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი.

სახალხო დამცველის აპარატი ტოლერანტობის ცენტრთან, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოებთან ერთად ბოლო 16 წელია ინტენსიურად მუშაობს ქვეყანაში ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დასანერგად, ყოველწიურად განიხილავს განაცხადებს, აწარმოებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას, მათ შორის, არაერთი სარჩელი წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში – პოზიტიური სისტემური ცვლილებების მისაღწევად; გამოწვევებსა და ტენდენციებს ყოველწლიურად ასახავს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.