2023 წლის დასაწყისში ქუთაისში 320 დევნილ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა

პუბლიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს  საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლებში, ახალ საცხოვრებელს, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს – ამბობენ სამინისტროში.

მინისტრის მოადგილესთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძეც გაეცნო.