2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი.
დააგვიანა 1-მა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.