2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების 110 335 მოქალაქის მიმართ გამოსცეს კავშირის წევრი ქვეყნების დატოვების ბრძანება, ხოლო ასეთი ბრძანების საფუძველზე მესამე ქვეყნებში უკვე დააბრუნეს 36 825 ადამიანი.
Eurostat-ის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ გაცემული გასვლის შესახებ ბრძანებების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რაოდენობა 9.7%-ით გაიზარდა.
წინა კვარტალთან შედარებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყნებიდან გასვლის შესახებ ბრძანებების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რაოდენობა 5.9%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან გასვლის შესახებ ბრძანება ყველაზე ხშირად ალჟირის მოქალაქეებს – 10 390 ადამიანს, მაროკოს მოქალაქეებს – 6 200 ადამიანს და სირიის მოქალაქეებს – 5 180 ადამიანს – შეეხოთ.
რაც შეეხება მესამე ქვეყნებში დაბრუნებულებს, მათი რაოდენობით პირველ ადგილზე იყვნენ თურქეთის მოქალაქეები – 3 765, სირიის მოქალაქეები – 2 770 და საქართველოს მოქალაქეები – 2 140.
ევროკავშირის ქვეყნებიდან გასვლის შესახებ ყველაზე მეტი ბრძანება გამოიცა საფრანგეთში – 32 420, პორტუგალიაში – 11 190 და გერმანიაში – 8 160 დაფიქსირდა.
ამასთან, მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გერმანიაში – 8 400, საფრანგეთსა – 3 825 და პოლონეთში – 3 005 დაფიქსირდა.