22 ახალი შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროდანაა – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში ახალი 22 კოვიდინფექციის დადასტურებული შემთხვევიდან უმეტესობა – 15 პაციენტი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 – სვანეთდან, 4 – ბოლნისიდან.

„ჩვენ, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 4 დადასტურებული ინფიცირებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა. 2 თეთრიწყაროდან არის და 2 – ბოლნისიდან, გაეწერა 3 პაციენტი და ჯამში გვყავს 65 გამოჯანმრთელებული. ამ ოთხიდან გუშინ დღის განმავლობაში შემოსულები საშუალო სიმძიმის პაციენტებმად ფასდებიან, ახლა გაფართოებული კვლვებით შევძლებთ, ვთქვათ, მათი მდგომარეობა თუ დარჩება უცვლელი“, – აცხადებს ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 539- მდე გაიზარდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 539
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 178
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 5247
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3