საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 54, ხოლო გამოჯანმრთელდა 18 221 კოვიდპაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 28.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 31.86%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 11 801 შემთხვევა, აჭარა – 2 187, იმერეთი – 3 382, ქვემო ქართლი – 1 265, შიდა ქართლი –1 418, გურია – 657, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 577, კახეთი – 1 114, მცხეთა-მთიანეთი – 697, სამცხე-ჯავახეთი – 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 138.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 350 454 , ბოლო 24 საათში – 24 616;
- გამოჯანმრთელებული – 1 124 442 , ბოლო 24 საათში – 18 221;
- გარდაცვლილი – 15 300 , ბოლო 24 საათში – 54;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 73 251, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, PCR ტესტით – 19 635;
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის – 28,31%, ბოლო 7 დღის – 31,86%;
- სულ აცრილია – 2 755 879, დღიურად აცრილია – 4 023;
- კარანტინის რეჟიმში – 43;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 082;
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 897.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი და „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების დღევანდელი მაჩვენებელი ერთგვარად გადამწყვეტი იქნებოდა.
თუ ხვალ 26 000-ზე მეტი არ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ საქართველოში მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა და დიდი ალბათობით შემდეგი დღეების განმავლობაში შემთხვევები შემცირდება“, – ამბობდა ივანე ჩხაიძე.