24 ნოემბერი | 64 გარდაცვლილი და 3201 ახალი შემთხვევა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 26 588 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 098 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 12.04%. გარდაიცვალა კიდევ 64 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 679 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.15% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 1 383 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 536, ქვემო ქართლი – 187, შიდა ქართლი – 244, გურია – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 263, კახეთი – 155, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

LB loan image desktop LB loan image mobile