საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს.

ის საკონსტიტუციოს მოსამართლე 3 აპრილს გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ნადარაიამ ხვიჩა კიკილაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ამბობს, რომ თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა. სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კი ის მერაბ ტურავას ნაცვლად აირჩიეს.

მერაბ ტურავას უფლებამოსილება 30 მარტს ამოეწურა. ტურავა საკონსტიტუციოში პარლამენტის მიერ იყო დანიშნული. „ქართული ოცნების“ პარლამენტს ტურავას შემცვლელის ასარჩევად ხმათა საკმარისი რაოდენობა არ აქვს.

ტურავას უფლებამოსილების ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე პოსტი დატოვა ხვიჩა კიკილაშვილმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ იყო დანიშნული. უზენაესმა სასამართლომ კიკილაშვილის შემცვლელად სწორედ რეზო ნადარაია აირჩია.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლით აირჩევა.