ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა. ხოლო გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი.
„გვაქვს 783 დადასტურებული შემთხვევა. მიუხედავად დადასტურებულების მატებისა, გამოჯანმრთლებულების რიცხვის მაინც მეტია და უპირატესობა გვაქვს. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, 18 ბონისის რაიონის სოფელ მუშევანიდანაა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
განახლებული მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ჯერ არ ასახულა.