ახალი შემთხვევებიდან 18 ბოლნისის რაიონიდანაა - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„ახალი 26 შემთხვევიდან 18 ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანიდანაა. რაც შეეხება დანარჩენ 8-ს, აქედან 4 საკარანტინე სივრციდანაა, 4 კი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია,  ეპიდკვლევით მიღებული, რომელთანაც კვლევა მიმდინარეობდა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტები, რომლებიც მათ კლინიკაში მოხვდნენ, სოფელ მუშებანიდან არიან და მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. მისივე თქმით, მძიმე პაციენტები კლინიკაში არ არიან.

 

LB loan image desktop LB loan image mobile