26 დეკემბრიდან დაუკონკრეტებელი დროით ონლაინმედიას პარლამენტის შენობაში შესვლა შეეზღუდება, – ამის შესახებ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა.
„ქართული ოცნების” პარლამენტიდან მიღებული პრესრელიზის თანახმად, პარლამენტში შესვლაზე ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე დაწესდა. ეს დონე ვიზიტორებისთვის შენობაში შესვლაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს.
როგორც პრესრელიზში წერია, აღნიშნული დონე იმოქმედებს – „26 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე”.
განცხადების მიხედვით, შენობაში მხოლოდ ტელემედია დაიშვება.
„შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე”, – წერია რელიზში.
ბრძანება, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილება ეყრდნობა, პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის 04 სექტემბერს მიიღო.
ამავე ბრძანებისა და არგუმენტის საფუძველზე ონლაინმედიას პარლამენტში დაშვებაზე დაბრკოლება რუსული კანონის განხილვის დროსაც შეუქმნეს.