ხვალ რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში არ შეუშვებენ

პუბლიკა

ხვალ რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება. პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”.

პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მედიისთვის განკუთვნილ ჩატში აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომის პარალელურად, შენობაში არ დაიშვებიან ონლაინ მედიის ჟურნალისტები და შესვლას მხოლოდ ტელევიზიის წარმომადგენლები შეძლებენ.

„პუბლიკა” განმარტების მისაღებად ცდილობს დაკავშირებას პარლამენტის პრესსამსახურთან