27 ახალი შემთხვევა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 566- მდე გაიზარდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 566
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 184
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 5243
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3