28-30 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში გრილი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი - სააგენტო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-30 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი – ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს.

„ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
🌡 ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება“, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

„ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.