ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდნენ.
მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და 2024-2026 წლების ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით“, – აცხადებს მთავრობის პრესსამსახური.
ინფორმაციის მიხედვით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ.
რაც შეეხება მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბოჭორიშვილმა და ო’ფლაერტიმ განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
„ვიზიტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და მოინახულა სოფელ წეროვნის დევნილთა დასახლება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Concluded my visit to Georgia on pressing human rights issues, meeting today with the Prime Minister, Minister of Foreign Affairs, Minister of IDPs, Labour, Health and Social Affairs and the Prosecutor General. Also went to the Odzisi occupation line and met IDPs in Tserovani… pic.twitter.com/TSTtYYtflA
— Commissioner for Human Rights (@CommissionerHR) April 15, 2026