29-30 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლოა – სეტყვაც

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 ივნისს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჭექა-ქუხილით (მთიან რეგიონებში, ზოგან, ძლიერი). შესაძლოა სეტყვა და ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.