29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით - გარემოს ეროვნული სააგენტო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ 29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.