29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოხუმის დაცემის დღესთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დიდება გმირებს”, – ნათქვამი საელჩოს გავრცელებულ წერილში.


1993 წლის 27 სექტემბრიდან, სოხუმის დაცემიდან, 29 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი ქართველი,  ასეულობით კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 300 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი.