3 მინისტრის მოადგილე იმ კომპანიის მეწილეა, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს ექვემდებარება

პუბლიკა

2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა და გარკვეული დარღვევები გამოავლინა.

ორგანიზაციამ აღმოაჩინა 3 შემთხვევა, როცა თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე.

იოსებ ჭელიძე

მინისტრის მოადგილე

დარღვევები:

1) იოსებ ჭელიძეს არ აქვს შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ

2019 წლის 10 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე, 2015 წლიდან იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. მისი არც წინა წლების დეკლარაციებია საჯაროდ ხელმისაწვდომი.

2) იოსებ ჭელიძე ფლობს შპს „ჯენერალ სეკურიტის“ – 33%-ს, რომელიც მას, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

3) შპს „ჯენერალ სეკურიტის“ საქმიანობა, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს ქვეშ ექცევა, რაც კანონითაა აკრძალული (მუხლი 13(11)). კომპანიის ოფიციალური დოკუმენტაციით, მისი საქმიანობის ერთ-ერთი საგანია „ტექნიკური და პირადი დაცვის ორგანიზება“ (იხ. სურათი #1). „კერძო თავდაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კი (მუხლი

2), ამ საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროა.

 

გიორგი ხანიშვილი
მინისტრის პირველი მოადგილე

სამეწარმეო საქმიანობა: 2019 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ხანიშვილი წილს 7 კომპანიაში
ფლობს:

კომპანია წილი
შპს „მროვი“ 100%
შპს „აგრო – 1959“ 100%
შპს „ჰელსი ფუდი“ 70%
შპს „ჩხავერი“ 50%
შპს „კავკასუს ლაითი“ 25%
შპს „ლანჩ ტაიმი“ 25%
შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი“ 2%

გიორგი ხანიშვილმა შვიდივე კომპანიის წილი მართვის უფლებით, კანონის შესაბამისად, სხვა პირს გადასცა. 2019 წლის
იანვარში მან ასევე დატოვა დირექტორის თანამდებობები შპს „ჰელსი ფუდში“.
ოჯახის სამეწარმეო საქმიანობა: გიორგი ხანიშვილის მეუღლე ანნა ეკალაძე ფლობს შპს „#1 ქალთა კონსულტაციის“ 1.66%-ს.

დარღვევები:

1) გიორგი ხანიშვილს არასწორად აქვს შევსებული 2019 წლის დეკლარაცია. კერძოდ, მას მითითებული აქვს, რომ წილს
შპს „აგრო – 1959-სა“ და შპს „ლანჩ ტაიმში“ მისი არასრულწლოვანი შვილი (ასევე გიორგი ხანიშვილი) ფლობს, მაშინ,
როდესაც, საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ წილის მფლობელი თავად არის.

2) 2019 წლის დეკლარაციაში მას არ უხსენებია, რომ 2018 წლის განმავლობაში იკავებდა შპს „ჰელსი ფუდის“ დირექტორის
პოზიციას.

3) გიორგი ხანიშვილი ფორმალურად რჩება კიდევ ერთი კომპანიის – შპს „დავით სარაჯიშვილი ალკოს“ დირექტორად.
დირექტორობიდან წასვლის განცხადება მან 2019 წლის იანვარში დაწერა, თუმცა რეესტრმა ხარვეზი აღმოაჩინა, რის
გამოც რეგისტრაცია ვერ დასრულდა.

4) გიორგი ხანიშვილი ინარჩუნებს წილს ისეთ კომპანიებში, რომელთა საქმიანობა მისი სამსახურის კონტროლს ექვემდებარება, რაც კანონდარღვევაა (მუხლი 13(11)). კერძოდ, შპს „ლანჩ თაიმი“, შპს „ჰელსი ფუდი“, შპს „მროვი“ და შპს „აგრო 1959“ კვების ობიექტები და საკვების მწარმოებელი კომპანიებია, რომელთა საქმიანობის კონტროლსაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს.

გარდა ამისა, გიორგი ხანიშვილის კიდევ ერთი კომპანიის – შპს „ჩხავერის“ საქმიანობა, რომელიც მოიცავს ყურძნის
გადამუშავებასა და სხვადასხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელის წარმოებას, ექვემდებარება სამინისტროს სისტემაში
შემავალ სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ კონტროლს.

პოლიტიკური შემოწირულობა: გიორგი ხანიშვილის ბიზნესპარტნიორები პოლიტიკური შემომწირველები არიან. შპს „ჰელსი
ფუდის“ 20%-იანმა წილის მფლობელმა ნიკოლოზ ბახტაძემ L 60,000 შესწირა „ქართულ ოცნებას“ 2014 წელს და L 10,000
– სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს. გარდა ამისა, 2018 წელს მან დამატებით შესწირა L 85 000 სალომე ზურაბიშვილს მისი
კომპანიის – შპს „ემ თი ჯი ჯორჯიას“ გამოყენებით. შპს „კავკასუს ლაითის“ 25%-ის მფლობელმა იოსებ ახალკაცმა „ქართულ
ოცნებას“ L 53 000 შესწირა 2016 წელს. თავად გიორგი ხანიშვილმა 2012 წელს L 40 000 შესწირა „ერთიან ნაციონალურ
მოძრაობას“.

ნინო ენუქიძე
მინისტრის მოადგილე

ოჯახის სამეწარმეო საქმიანობა: 2019 წლის სექტემბრის დეკლარაციის მიხედვით, ნინო ენუქიძის მეუღლე მამუკა მენაღარიშვილი ფლობს შპს „ქართველ პროფესიონალთა ჯგუფის“ 33.34%-ს და შპს „ჰაიდროკორპის“ 25%-ს.

დარღვევა: მინისტრის მოადგილის მეუღლე, სავარაუდოდ, კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ (მუხლი 13(11)) ფლობს
წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის სფეროში შედის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო
პოლიტიკის შემუშავება, დარგის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ა.შ. ამავე დროს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მეუღლის კომპანია შპს „ჰაიდროკორპის“ საქმიანობის საგანი მოიცავს ენერგეტიკის სექტორსაც (იხ. სურათი #2). სურათი #2 – შპს „ჰაიდროკორპის“ წესდება (მუხლი 2)

ამავე კომპანიას 2016 წელს ენერგეტიკის სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც
გულისხმობდა მდინარე ხრამზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის შესახებ მიზანშეწონილობის კვლევას.