30-წლიანი პაუზის შემდეგ რუსულმა ქარხანამ საქართველოში ტექნიკის მიწოდება განაახლა - TASS

პუბლიკა

რუსული სამთავრობო გამოცემა TASS წერს, რომ ხაბაროვსკის საინჟინრო ქარხანამ „Дальэнергомаш-მა“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტექნიკის მიწოდება განაახლა. გამოცემა ქარხნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში  ქარხანამ პირველად მიიღო შეკვეთა საქართველოდან. აზოტის აირის დანადგარი გადაეგზავნება ქიმიურ ქარხანას, რომელიც აწარმოებს მინერალურ სასუქებს. ასევე 2023 წელს კომპანიამ უკვე გააგზავნა მასალები ყაზახეთისა და ინდოეთის საწარმოებისთვის“, – წერს გამოცემა.

მასალაში არ არის ნათქვამი, საქართველოდან კონკრეტულად რომელი კომპანიისგან მიიღო ქარხანამ შეკვეთა.

რუსული სამთავრობო გამოცემა წერს, რომ „Дальэнергомаш” მასალებს აწვდის ათეულ ქვეყანას, მათ შორის ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთს, ირანს.