გამოკითხვით, მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ მე ციხეში უნდა ვიჯდე - სააკაშვილი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე. მიხეილ სააკაშვილი პროცესს სასამართლოს სხდომათა დარბაზში ესწრება. მან სიტყვით გამოსვლისას გამოკითხვის შედეგები ახსენა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს მიაჩნია, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში გამოკითხვებით მხოლოდ 20% თვლის, რომ მე უნდა ვიჯდე ციხეში. ამ პროპაგანდის მიუხედავად. ე.ი. 5 ადამიანიდან 4 თვლის, რომ მე არანაირ ციხეში არ უნდა ვიჯდე.

ეს 20% არის ის, ვინც ფულს აკეთებს ქოლცენტრებზე, სხვის გაჭირვებაზე, სხვის გაუბედურებაზე, პენსიონერებზე, უფასო სასადილოებზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.