31 დეკემბერს პარლამენტის წინ დაკავებული აქტივისტების ნაწილის წინააღმედგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყდა.
როგორც „პუბლიკას“ საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ბექა კოკაიას, გიორგი მუმლაძის, ზურაბ ბერძენიშვილისა და ლაშა ბურდულის წინააღმდეგ საქმისწაროება შეწყდა, ზურაბ მჟავანაძეს კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.
31 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ.
ისინი მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვებისა და აქციის ატრიბუტიკის გატანას აპროტესტებდნენ, რასაც მოჰყვა პოლიციასთან დაპირისპირება.