36 გარდაცვლილი და 2 922 ახალი შემთხვევა | კორონავირუსის 12 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 36 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 999 კოვიდპაციენტი.

StopCov.ge-ის ინფორმაციითვე, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8.15%-ს შეადგენს.