დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოვლინდა კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა კიდევ 79 ადამიანი.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 753 ადამიანი. 14-დღიანი დადებითობის მაჩვენებლია – 10.26%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 741 ტესტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა
- აჭარა – 423
- იმერეთი – 608
- ქვემო ქართლი – 244
- შიდა ქართლი – 364
- გურია – 146
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 405
- კახეთი – 438
- მცხეთა-მთიანეთი – 159
- სამცხე-ჯავახეთი – 67
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 181, აჭარაში – 993, იმერეთში – 1 125.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათ შორის, თბილისში – 705, აჭარაში – 157, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 40, იმერეთში – 23.
2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 – თბილისში, 1 033 – აჭარაში. 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 23 664, პირი, აჭარაში – 5 975, იმერეთში – 4 199.