4 778 ახალი შემთხვევა და 79 გარდაცვლილი | კორონავირუსის 31 აგვისტოს სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოვლინდა კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა კიდევ 79 ადამიანი.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 753 ადამიანი. 14-დღიანი დადებითობის მაჩვენებლია – 10.26%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 741 ტესტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა
  • აჭარა – 423
  • იმერეთი – 608
  • ქვემო ქართლი – 244
  • შიდა ქართლი – 364
  • გურია – 146
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 405
  • კახეთი – 438
  • მცხეთა-მთიანეთი – 159
  • სამცხე-ჯავახეთი – 67
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 181, აჭარაში – 993, იმერეთში – 1 125.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათ შორის, თბილისში – 705, აჭარაში – 157, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი,  მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 40, იმერეთში – 23.

2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 – თბილისში, 1 033 – აჭარაში.  38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 23 664, პირი, აჭარაში – 5 975, იმერეთში – 4 199.

LB loan image desktop LB loan image mobile