აქტივისტი ლუკა შველიძე ამბობს, რომ დღეს 4 უცნობი პირი სახლთან დახვდა და თავს დაესხა. ამის შესახებ მან ფორმულას გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც მეზობლებმა უთხრეს, ისინი მთელი დღის განმავლობაში სახლთან ელოდებოდნენ.
„30 წუთის წინ სახლთან დამხვდნენ, ჩემი მეზობლების ინფორმაციით ვიცით, რომ მთელი დღეა მელოდებიან. შემოსვლისთანავე წამოვიდა ორი ადამიანი, რომლებმაც მომკიდეს ხელი, ჩამავლეს პალტოზე და შემეკითხნენ, ლუკა შველიძე შენ ხარო? რომ ვუპასუხე კი, ამ ორმა დამიწყო რტყმა, უკან კიდევ მოჰყვებოდა ორი ადამიანი. თან მქონდა წიწაკის სპრეი, წიწაკის სპრეი გამოვიყენე თუ არა, მეზობლების გამოცვივდნენ ყვირილზე და გაიქცნენ ისინი”, – ამბობს შველიძე.
პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ „აქციებთან დაკავშირებით” მოქალაქეებს გამოკითხვებზე იბარებენ. ამის შესახებ დაწერა „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და მსახიობმა, ნატალია ყიფშიძემ.სასამართლოში დაბარების შესახებ წერს სტუდენტური მოძრაობის წევრი, ლაზარე ორდენიძეც.