4 მარტს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს

პუბლიკა

4 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგება. ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა და იმედი გამოთქვა, რომ ანგარიშის საინტერესო იქნება.

მიმდინარე კვირაში ჩანიშნულია ე.წ. მინისტრის საათიც, რა დროსაც დეპუტატები ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.