40 გარდაცვლილი და 3 950 ახალი შემთხვევა | კორონავირუსის 4 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 54 482 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 014 პირი და გარდაიცვალა კიდევ 40 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.66% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.33%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 801 864.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 298 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა
  • აჭარა – 152
  • იმერეთი – 686
  • ქვემო ქართლი – 222
  • შიდა ქართლი – 343
  • გურია – 108
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274
  • კახეთი – 208
  • მცხეთა-მთიანეთი – 126
  • სამცხე-ჯავახეთი – 134
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 695 საიდანაც: 6 528 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 565, აჭარაში – 562, იმერეთში – 1 353.

მძიმე პაციენტია 1 601 პირი, მათ შორის, თბილისში – 592, აჭარაში – 103, იმერეთში – 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი,  მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 42, იმერეთში – 35. 1 155 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 267 – აჭარაში.