40 ვებგვერდი, რომელიც „სილქნეტმა“ დაბლოკა

პუბლიკა

კომპანია „სილქნეტი“ დაბლოკილი ვებგვერდების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ეს ის გვერდებია, რომლებიც არალეგალურად ავრცელებენ იმ კონტენტს, კერძოდ, ფილმებსა და სერიალებს, რაშიც კომპანიები, მათ შორის სილქნეტი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე კანონიერად და პასუხისმგებლიანად, ყოველწლიურად, მილიონობით ინვესტიციას ახორციელებენ. ის ვებგვერდები კი, რომლებიც დაიბლოკა, ჩვენს მიერ ოფიციალურად მოპოვებულ ფილმებსა და სერიალებს  არალიცენზირებულად ავრცელებდნენ მომხმარებელზე. ეს ხდებოდა ყველანაირი კანონის დარღვევით, ბიუჯეტში გადასახადების თავის არიდებით. მსგავსი ქმედებები აზარალებს როგორც ბიზნესს, ასევე ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს სილქნეტი

კომპანიის განცხადებით, ეს ვებგვერდები მიეკუთვნება პირატული, სახელმწიფოს გადასახადების გვერდის ავლით მოქმედ პირებს. „ვიმეორებთ: ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენს კომპანიას და ქვეყნის ეკონომიკას“.

კომუნიკაციების ეროვნული კომპანიის ინფორმაციით, სილქნეტისგან კომისიაში შევიდა წერილი, რომლითაც კომპანიამ 100-მდე ისეთი ვებგვერდის ჩამონათვალი მიაწოდა, „სადაც არალეგალური და მოპარული კონტენტია განთავსებული“.

„კომისიამ შეისწავლა მათ მიერ მოწოდებული ვებგვერდების ჩამონათვალი და დაადგინა, რომ ამ ვებგვერდებზე, მათ შორის, rutracker.org განთავსებულია არალეგალური/მოპარული პროდუქცია“, – აცხადებს კომისია „პუბლიკასთან“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის საფუძველზე მიმართეს ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებს და აცნობეს, რომ აღნიშნულ ვებგვერდებზე განთავსებულია არალეგალური კონტენტი და შესაბამისი ზომების მიღება მოსთხოვეს.

„ჩვენ, ჩვენი ბიზნესპასუხიმგებლობის ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას. ერთად შევქმნათ ისეთი ინტერნეტსივრცე, სადაც მხოლოდ ლეგალური და ლიცენზირებული ფილმები გავრცელდება“, – აცხადებს „სილქნეტი“.

დაბლოკილი ვებგვერდების სია:

 

LB loan image desktop LB loan image mobile