4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დავაკავეთ - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

უწყების თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.