ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა, 41%, 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
კვლევის მიხედვით, 27% ამბობს, რომ მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებს ეკისრება, 11% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელი ოპოზიციაა, 9%-ის აზრით პასუხისმგებლობა პრო-რუსულ ძალებს ეკისრება, 6% მედიას აკისრებს პასუხისმგებლობას, ხოლო 6% – საპატრიარქოს.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.