„5 ივლისის“ ორგანიზება

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხის ეთერით მაყურებელს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებენ, აქეზებენ ძალადობისკენ და 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობრივ ჯგუფებში გაწევრების გზებსაც სთავაზობენ. ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია „ალტ-ინფოს“ წევრ ზურა მახარაძის მოწოდებებზე, რომელიც ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

ვიდეო ორი ნაწილისგან შეგდება:
ნაწილი I – ორგანიზება
ნაწილი II – 5 ივლისს მომხდარი რამდენიმე ეპიზოდი:
► კარვების დარბევა;
► „სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმის მოწოდება;
► „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევა;
► ჟურნალისტ რატი წვერავაზე თავდასხმა.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს თავს ათობით ჟურნალისტს დაესხნენ. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.
ვიდეოში ასევე გამოყენებულია 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მონაწილე სხვადასხვა პირის მიერ Facebook-live-ის დროს გადაღებული კადრები.
წინა ეპიზოდი იხილეთ ბმულზე.