5 085 ახალი შემთხვევა და 62 გარდაცვლილი | კორონავირუსის 23 ნოემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 428 ადამიანი, ხოლო გუშინ საქართველოში 51 440 ტესტი ჩატარდა.