5 381 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი | 15 იანვრის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 30 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 1 065 კოვიდპაციენტი.

14 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.62%.

StopCov.ge-ის მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 990 183 , ბოლო 24 საათში – 5 381;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 925 137 , ბოლო 24 საათში – 1 065;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 425 , ბოლო 24 საათში – 30;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 63 516, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 800, PCR ტესტით – 29 716;
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,47%, ბოლო 14 დღის – 9,24%, ბოლო 7 დღის – 9,62%;
  • სულ აცრილია – 2 603 603, დღიურად აცრილია – 5 631;
  • კარანტინის რეჟიმში – 53;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 369;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 077.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა – 557, იმერეთი – 539, ქვემო ქართლი – 191, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.